თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან მოქალაქეები იკრიბებიან

საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან.
მათ, თანადგომის ნიშნად, ადგილზე ყვავილები მიაქვთ და საფრანგეთის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ.
დღის განმავლობაში საფრანგეთის საელჩოში გაიხსნება სამძიმრის წიგნიც, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოხატონ.
მოგვიანებით კი საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი განცხადების გააკეთებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები