გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ფრანგ ხალხს ამ უმძიმეს წუთებში და მხარდაჭერას უცხადებს”, – ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის სამძიმრის წერილში.
გუშინ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები