ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა – გარდაცვლილი თურქეთის პოლიციის მიერ იძებნებოდა

ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილი მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა და იგი თურქეთის სამართალადამცავებიოს მიერ იყო ძებნილი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. უცნობი მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები