კახა კალაძე: ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილურ სამყაროზე

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საფრანგეთს თანადგომას უცხადებს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„თანაგრძნობა და თანადგომა საფრანგეთს ის, რაც დღეს ხდება პარიზში, არის ბოროტების შეტევა ცივილიზებულ სამყაროზე, თითოეული ჩვენგანის სახლზე, ოჯახზე, სამშობლოზე, მომავალზე…
თავისუფალი ნების ადამიანების ერთობა, ურთიერთთანადგომა – აი, რა არის დღეს საჭირო ყველაზე მეტად. ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით. ჩვენ ფიქრით და თანაგრძნობით მათთან ვართ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები