“ნაციონალური მოძრაობა” ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “შეძრწუნებულები ვართ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს. ვუცხადებთ მათ თანადგომას ამ მძიმე წუთებში. ტერორიზმი არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები