დავით უსუფაშვილი: თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის პარლამენტს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საფრანგეთის პარლამენტს და ფრანგ ხალხს. მომხდარი დიდი ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების ერთად დგომის აუცილებლობას თანამედროვეობის იმ გლობალური სენის დასამარცხებლად, რასაც ტერორიზმი ქვია“, – დავით უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები