საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებები და “დისნეი ლენდის” პარკი დაიკეტა

უსაფრთხოების მიზნით, საფრანგეთში “დისნეი ლენდის” პარკი, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და სასწავლო დაწესებულებები დაიკეტა, – ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
მათივე ცნობით, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. არიან თუ არა დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ გვაქვს. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება. “აეროპორტები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. გაძლიერებულია კონტროლი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას ორივე მიმართულებით. RATP-ს ინფორმაციის, მეტროს და RER ის ყველა ხაზი ჩვეულებრივ მუშაობს. ასევე ჩვეულებრივ მუშაობს ტრამვაი. არ მუშაობს ავტობუსის შემდეგი ხაზები: 58, 68, 89, 123, 126, 128, 191, 323, 388, 57, 83 et 391. შაბათს დაკეტილი იქნება მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, სასწავლო დაწესებულებები. უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა დისნეი ლენდის პარკიც”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები