საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავა, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გარდაბანში უნებართვო მშენებლობის პროცესში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და 500 აშშ დოლარი გამოართვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.