„ბატაკლანის“ თეატრზე შტურმის დროს სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
როგორც ამ წუთებში უცხოური მედია იტყობინება, „ბატაკლანის თეატრზე“ შტურმის დროს, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 2 ტერორისტია.
პოლიციის ინფორმაციით, შტურმი პრაქტიკულად დასრულებულია და ამჟამად მძევლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, შტურმის გარდა, ტერაქტების სერიის დროს მოკლულია 39 ადამიანი, არაოფიციალური მონაცემებით კი გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე აღწევს.
ამჟამად საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილია და ქვეყანაში საგანგებო მდომარეობაა გამოცხადებული.