„ჩვენ აღვადგინეთ ხალხოსნობა – მისი უწმინდესობის სურვილი“…
ქართული ელიტის პოეტები – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა–პოეზიის პრემია – ივერია“ – პროექტი მსახურებისთვის და არა კონკურსისთვის!
15 ნოემბერს მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში ამ პროექტის მორიგი – მე-8 ტური გაიმართება.
პროექტი 2013 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო და ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა – კურთხევით.
„პროექტის შინაარსი მეტად ღრმაა, მრავალმნიშვნელოვანი და საჭირო დღევანდელობისთვის – ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების შემოქმედების პოპულარიზაცია. პროექტში ყოველთვე მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი, ანუ ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (იკითხება), ერთი მსჯავრდებულის, პატიმარის, ასევე ერთი სასულიერო პირი და სხვა ოთხი პოეტი.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს (შშმპ) განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების და მსჯავრდებულების (პატიმრები) რესოციალიზაცია-ადაპტაციას, საზოგადოებისთვის მათ გაცნობას და ცხოვრების შემდგომ მოტივაციას სახელმწიფოს სასარგებლოდ, მათი სოციალური პრობლემების მოგვარებას სხვა ცნობილი პოეტებისა და მწერლების, ხელოვანების და საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით და ურთიერთჩართულობით.
ასევე, პროექტში, პოეტურ საღამოს ალამაზებს და მეტად საინტერესოს ხდის ხატმწერების, მხატვრების, ფოტოხელოვანების შემოქმედება – გამოფენა.
რაც მთავარია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სურვილი ასრულდა – პროექტმა ხალხსოსნობა აღადგინა და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები – საზოგადოება კმაყოფილია და დასწრებაც საკმაოდ მაღალია, ლიტერატურის მკითხველ-მოყვარულთა და შემოქმედთა შორის ურთიერთობები ყალიბდება.
უნდა აღინიშნოს, რომ სულ, ერთი წლის მანძილზე, მონაწილე იქნება 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, 84 პოეტი –მწერალი.
დღემდე პროექტმა ათასობით ადამიანი გააერთიანა, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა: თბილისი, ხობი, საჩხერე, ყვარელი, საგურამო, წიწამური, თუშეთი, საგარეჯო, კაჭრეთი, გორი. ამ მსვლელობების დროს მონაწილეებისთვის ეწყობა ექსკურსიები და შემეცნებით ღონისძიებები მასპინძელი კუთხეების მიხედვით.
ამჯერად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიჩინა ინიციატივა – მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ირაკლი შიოლაშვილი და პროექტის მერვე ტური გაიმართება მცხეთაში, სადა ასევე ადგილობრივების ჩართულობაც განისაზღვრება“,- განუცხადა „კვირას“ პროექტის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა, გამომცემელმა ნუგზარ (პეტრე) ჭიაბერაშვილმა.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – ყოველი მონაწილე რგავს ერთ ხეს – ბზის ნერგს, რომელიც ასევე უწმინდესის ლოცვა–კურთხევაა – „დარგე ხე“ და ამ ადგილებს ვარქმევთ ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის ბაღებს.
პროექტის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, გამოვლინდებიან „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ პრემიის ახალი ლაურეატები, რომელთათვისაც გაიმართება გალაღონისძიება, სადაც მოწვეულნი იქნებიან წელიწადის მონაწილეები და სხვა დამსწრე საზოგადოება, ხელისუფლება.
მცხეთის ტურის მონაწილეები არიან: პოეტები: ბელა ალანია, მედეა ჩიხლაძე, ბექა ფიფია, შორენა კოტორაშვილი, მარი გაგნიძე, გიგა უჩუვატოვი, მაკა ნათელაური, დალი ყარაულაშვილი. მხატვარი: ციცო ედიშერაშვილი. ხატმწერი: ბექა გიუტაშვილი. ფოტოხელოვანი: აკაკი ფანცქალაშვილი. მოწვეული სპეციალური სტუმრები, რომლებიც გასული წლის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ პრემიის ლაურეატები და გამარჯვებულები არიან: მანანა დუმბაძე, თინათინ მღვდლიაშვილი, ჯუბა ღებელი, მერაბ არაბული, დავით არახამია, მაკა ბლიაძე, გუჯა ბურდული, ლევან ფანჩვიძე, ზურა მამულაშვილი, გუჯა ბურდული, ცირა ანთია.