თეა წულუკიანი: ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი არის გაუგონარი დარღვევა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს ეხმაურება. მინისტრის თქმით, მომხდარი აბსოლუტურად მიუღებელია და სამაგალთოდ უნდა დაისაჯოს, ვინც ეს გაბედა.
„ადვოკატ მდინარაძის ცემის ფაქტი არის გაუგონარი დარღვევა და ყოველმხრივ აღმაშფოთებელი. იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ძლიერ ინსტიტუტებს ვაშენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ დაცვის მხარე და ადვოკატი იყოს ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი უფლება, ვიდრე წარსულში ჰქონდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა გამოძიების დაწყება არ კმარა, საჭიროა უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისაჯოს, ვინც ეს გაბედა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები სხეულსა და თავის არეში ჰქონდა. აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ითხოვდა.
მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები