შს სამინისტროს თანამშრომლებმა ტიკმატაჟის უღელტეხილიდან 140 მგზავრი გამოიყვანეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა ბერძენიშვილმა და ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა გიორგი კიკალიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დიდთოვლობის გამო, ნინოწმინდა-წალკის მონაკვეთზე, ტიკმატაჟის უღელტეხილიდან 140 მგზავრი გამოიყვანეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროდან აცნობეს, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზიდან და ტიკმატაჟის უღელტეხილიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ასევე, გამოყვანილია ავტომობილების დიდი ნაწილი. ამ დროისთვის ნინოწმინდა-წალკის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეჩერებულია. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
https://www.youtube.com/watch?v=iudA70BhgqI