გიორგი მდინარაძე ლაშა კვირკვაიას დაკავებას დაგვიანებულს უწოდებს

შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსის ლაშა კვირკვაიას დაკავებას ადვოკატი გიორგი მდინარაძე დაგვიანებულ რეაგირებად აფასებს. ადვოკატის თქმით, კვირკვაია აქამდეც უნდა დაეკავებინათ, რათა სხვა მოწმეებზე ზემოქმედება არ მომხდარიყო.

„იგი ცოტა ადრე უნდა დაეკავებინათ, რათა არ მომხდარიყო სხვა მოწმეებზე ზემოქმედება. მან უკვე მოასწრო თანამშრომლებზე ზემოქმედება, რადგან ისინი არ აძლევენ გამოძიებას სრულყოფილ, სწორ ჩვენებებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები