საბაჟო – გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტები დაფიქსირდა

საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ვალე“ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
ავტომანქანაში, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ს. მართავდა, დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტი VEGABDOL (2 აბი) იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
„იმავე დღეს, 30 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი IXPRJM აღმოაჩინეს „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის მოქალაქე კ.მ.-ის ავტომანქანის რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად. ამ საქმეს მარნეულის საგამოძიებო სამსახურის სადახლოს განყოფილება შეისწავლის. მსგავსი ფაქტი მოხდა 12 ნოემბერს, საბაჟო- გამშვებ პუნქტზე „სარფი“. სომხეთის მოქალაქე მ.დ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CIRRUS (56 აბი) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები