თერჯოლაში ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სამართალდამრღვევი ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“. მას მოპოვებული ჰყავდა კურდღელი და ვალდშნეპი (გარეული ტყის ქათამი). მეორე ფაქტი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში დაფიქსირდა. მოქალაქე ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. ფანრით. შედგენილია შესაბამისი ოქმები.