“რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი
საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პარლამენტის იურისტების მოთხოვნით მოწვეულ სპეციალისტს მოუსმენენ. სხდომა 12 საათზე განახლდება. შესაძლოა, დღესვე გახდეს ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეთა კოლეგია ძმები ყარამანიშვილებისა და „TV საქართველოს“ ადვოკატების სახელით წარდგენილ სარჩელზე. იურისტები საპროცესო კოდექსის იმ ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 5 ნოემბრის განჩინების საფუძველზე „რუსთავის 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და ეს ნორმა შეაჩერა, თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის და გუშინდელი განჩინებაც ძალას დაკარგავს.