“კანონიერი ქურდი” ტარიელ ფოცხვერია, შესაძლოა გაათავისუფლონ

სავარაუდოდ, 17 ნოემბერს გახდება ცნობილი, დაევალება თუ არა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლება.
საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დღეს გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატებმა სასარჩელო მოთხოვნა წარადგინეს.
ადვოკატები მოითხოვენ, რომ ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ფოცხვერიას, უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაევალოს მისი სასჯელიდან გათავისუფლება.
აღნიშნულს შეეწინააღმდეგა მოპასუხე მხარე, კერძოდ, მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენელი და საქმეში მესამე პირად ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. მთავარ სხდომაზე, რომელიც 17 ნოემბერს დაინიშნა, მოხდება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მასალების გამოკვლევა. შესაძლოა, დაიკითხოს ექიმიც, რომლის დასკვნაში ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები