ოზურგეთში სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს
გურიაში, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს.
აღნიშნული ფაქტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. აღნიშნულ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები პატრულირებდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.