სამტრედიის რაიონში ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიის რაიონის სოფელ როდინოულში სამართალდამრღვევი გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდა. მეორე ფაქტი გამოვლინდა სამტრედიის რაიონის სოფელ ცხენთაროში. მოქალაქე გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. ფანრით ნადირობდა. შედგენილია შესაბამისი ოქმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები