მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, “პროკრედიტ ბანკში” პირველ კომენტარს აკეთებენ

„პროკრედიტ ბანკის“ ვაკის ფილიალში ყაჩაღობის ფაქტს ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბოჭორიშვილი ადასტურებს.
როგორც „კვირას“ ბოჭორიშვილმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, თუმცა არავინ დაზარალებულა.
მისივე თქმით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია და ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
როგორც „კვირას“შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები