ქრისტიანული პოეზიის V ფესტივალის – „წმინდა ნინოს ჯვარის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქრისტიანული პოეზიის V ფესტივალის – „წმინდა ნინოს ჯვარი“ გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება და რიგით V საფესტივალო კრებულის – „წმინდა ნინოს ჯვარი“ წარდგინება.
ფესტივალის მთავარი პრიზით – „წმინდა ნინოს ჯვარი“ დაჯილდოვდნენ: მაია მიქაია, ედუარდ უგულავა, ელდარ ჭიჭიაშვილი და ბადრი სულაძე.
ფესტივალის პრიზი -„წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი“ გადაეცათ: ქეთევან შენგელიას, მამუკა დემეტრაშვილს, ეკატერინე ბაზერაშვილს, ციური მესხიშვილს, ნინო მოდრეკილაძესა და ანა ბეინაშვილს.
ფესტივალის პრიზით – „ენდალმა“ დაჯილდოვდნენ: ვასილ ბოსტაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, კესარია აბაშიძე, დავით ასილაძე, ეკა ქაურხული, დავით კიკნაძე, მანანა ქურდაძე, ვიკა მჟავანაძე და ნინო ბაქანიძე.
ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი – „წმინდა ნინოს ჯვარი“ ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.
ყოველწლიური ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის – „წმინდა ნინოს ჯვარის“ ორგანიზატორები არიან: სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკო“, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და სალიტერატურო ჟურნალი „ოლე“.
ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური თანადგომით.
ფესტივალის ჟიური: ცირა ყურაშვილი, ქეთევან დოლიძე, თამარ ფარჩუკიძე, ზაალ ბოტკოველი, გივი ჩიღვინაძე.
მთავარი პრიზის – „წმინდა ნინოს ჯვარის“ ავტორია მარიკა მაჭავარიანი.