მებაჟე ოფიცრებმა საქონლის მალულად შემოტანის მცდელობები გამოავლინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის მალულად, კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
“სომხეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე ს.ნ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ სალონში არსებულ სათავსოებში აღმოაჩინეს დამალული საქონელი, მათ შორის, 7 ცალი წყლის ტუმბოს ლითონის კორპუსი, 7 ცალი შავი ლითონის ლილვი, 18 ცალი შავი ლითონის ჰიდროსარქველი, 141 ცალი შავი ლითონის მოკლე მილაკი და 75 ცალი შავი ლითონის გადასაბმელი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4227,28 ლარი.
მსგავსი შემთხვევა მოხდა იმავე დღეს საბაჟო – გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქე ი. ს.-მა სცადა დეკლარირების გარეშე, მალულად შემოეტანა სხვადასხვა ტიპის საქონელი, კერძოდ, სუნამოები, კოსმეტიკური ნაკრებები, სახელოსნო იარაღი და ა.შ. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4803,52 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4227,28 ლარისა და 4803,52 ლარის ოდენობით“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები