მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო გასხვისების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო გასხვისების ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქემ სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული 7კბმ წიფელი უკანონოდ გადასცა სხვა პირს. ამ უკანასკნელმა კი სხვა პირზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაციით მოახდინა ზემოთ აღნიშნული ხე-ტყის ტრანსპორტირება. შესაბამისი ოქმი შედგენილია.