ქურთმა მოხალისეებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ შეტევა დაიწყეს

ქურთმა მოხალისეებმა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ქურთების მიზანია ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სინჯარის გათავისუფლება, რომელიც ისლამისტებმა 2014 წელს დაიკავეს.
შეტევა აშშ-ს და საერთაშორისო ანტიისლამური კოალიციის ავიადარტყმების მხარდაჭერით მიმდინარეობდა. სახმელეთო ოპერაციაში 7 ათასზე მეტი ქურთი ჯარისკაცი მონაწილეობს. შეტევას ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ხელმძღანელი მასუდ ბარზანი უდგას სათავეში.
სინჯარი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტია, ვინაიდან მათ მიერ დაკავებულ ორ უმსხვილეს ქალაქს – მოსულს და რაკას ერთმანეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები