გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ სამართალდამრღვევები 3,3 კბმ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები