ელიარ ალიმირზოევის პერსონალურ გამოფენას „თი-ბი-სი არტგალერეა“ მასპინძლობს

„თი-ბი-სი არტგალერეაში“ ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის, ელიარ ალიმირზოევის გამოფენა – „ვიზა ჩიტებისათვის“ გაიხსნა.
„ვიზა ჩიტებისათვის“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 20 გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევარი. პროექტის იდეა ასეთია: თუკი ფრენა შეგიძლიათ, ჩიტივით თავისუფალი ხართ და ნებართვაც არ გჭირდებათ „დადგენილი“ საზღვრების გადასალახავად.
ელიარ ალიმირზოევი თანამედროვე აზერბაიჯანული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგელია. მისი ნამუშევრები დაცულია აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კერძო გალერეებსა და კოლექციებში – აზერბაიჯანში, რუსეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, თურქეთში, დანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები