ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ქალი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
“საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2400 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.