ქართული საგუნდო სიმღერები მოზარდებისთვის

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცემა კრებული „ქართული საგუნდო სიმღერები მოზარდებისთვის“, რომელსაც ერთვის დისკი. სპეციალურად საბავშვო გუნდებისათვის შექმნილი კრებული გააერთიანებს ქართულ ხალხური სიმღერებს და საქართველოს ყველა კუთხის შემოქმედებას მოიცავს. კრებული განკუთვნილია არა მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ ხელოვნების სკოლებისთვისაც. სიმღერები აპრობირებული და ნამღერია ისეთი გუნდების მიერ, როგორიცაა: „მართვე“, „ბიჭები“, „გეორგიკა“. კრებული დაიბეჭდება სტამბაში „ფავორიტი სტილი“, კომპაქტდისკი კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაიწერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები