ოთარ ჭილაძის დიალოგების წიგნი "ღრუბელი"

  გამომცემლობა “ინტელექტმა” ოთარ ჭილაძის დიალოგების წიგნი “ღრუბელი” გამოსცა. 20 მარტს, 19 საათზე გამომცემლობის ოფისში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში შესულია ოთარ ჭილაძის ყველა დიალოგი, 1980-დან 2008 წლის ჩათვლით. საგანგებოდ ამ კრებულისთვის ითარგმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუები და 2008 წელს ავსტრიული გაზეთის “დი პრესეს” ფურცლებზე დაბეჭდილი ინტერვიუ აგვისტოს ომის შესახებ.
ოთარ ჭილაძე,- მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი 1998 წელს მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. იგი მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ და იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, იყო ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1991 წლიდან ის პროფესორია და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში დრამატურგიის კურსი მიჰყავდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“. მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. 2003 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „გოდორი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები