კონცერტების სერია

  კონსერვატორიის თვითმმართველობის ინიციატივით ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის ინიციატივით იწყება კონცერტების სერია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. კონცერტების სერიას 20 მარტს, 14 სთ-ზე თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გახსნის კონცერტი, რომელშიც კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობენ. კონცერტებზე საფორტეპიანო, ინსტრუმენტული და ვოკალური ჟანრის მუსიკა იქნება წარმოდგენილი. კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია 15-მდე კონცერტი უმაღლეს სასწავლებლებში, მუსიკალურ და საშუალო სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები