„რუსთავი 2“ -ის მფლობელების – ლევან და გიორგი ყარამანიშვილების წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმართეს

„რუსთავი 2″-ის მფლობელების – ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, ასევე შპს „ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართეს – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოპასუხე მხარე საჩივრით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ამავე განჩინების მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
„აღნიშნული საჩივრის წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხზე ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე ხუთი დღის ვადაში იმსჯელებს. საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში კი, სასამართლოს საჩივრის განხილვისათვის ოცი დღე აქვს”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები