გიგლა აგულაშვილი და თეიმურაზ მურღულია კონფერენციას დაესწრნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კონფერენცია – „ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვების შემცირების ინოვაციური მიდგომები“ გაიმართა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნეს, რომელიც მიზნად ისახავს შიდა წვის ძრავებში გამონაბოლქვი აირების შემცირების ინოვაციური გამოგონებების გამოყენების ხელშეწყობას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში მოქმედი საწვავის (ბენზინისა და დიზელის) ეროვნული სტანდარტი ყოველწლიურად მკაცრდება, თუმცა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.
კონფერენციის მიზანია, მსუბუქი ავტომობილების ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების, მათ შორის გამონაბოლქვის კონტროლის ამოქმედებამდე გამოიძებნოს ამ პრობლემასთან ბრძოლის ალტერნატიული გზები.
შეხვედრას ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები