უკრაინა შეიარაღებისთვის 300 მილიონს მიიღებს – აშშ-ს კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელშიც წინა ბიუჯეტის ძირითადი პუნქტები შენარჩუნებულია, კერძოდ კვლავ იგეგმება უკრაინის შეიარაღებისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა. მთლიანად თავდაცვის ბიუჯეტი 5 მილიარდით – 612-დან 607 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, განახლებულ პროექტს ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს.
„რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, ეს ისაა, რომ ნაციონალური თავდაცვის შესახებ კანონში გათვალისწინებულია ხარჯები, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას ხელი უნდა შეუწყოს. ამიტომაც მე ველოდები, რომ პრეზიდენტი კანონის ამ ვარიანტს მხარს დაუჭერს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
თავდაცვის ბიუჯეტის პუნქტი სახელწოდებით „უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივა“ ითვალისწინებს პენტაგონის მიერ 300 მილიონი დოლარის გამოყენებას უსაფრთხოებისა და დაზვერვისთვის, ასევე „სასიკვდილო მხარდაჭერას“ – იარაღის მიწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები