აშშ-ში ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გაზეთი New York Post-ი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. თვითმფრინავმა Hawker 25-მა კატასტროფა ოჰაიოს შტატში განიცადა. თვითმხილველების ინფორმაციით, მიწაზე დაცემამდე თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს წამოედო. ადგილობრივი ენერგეტიკული კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 1,5 ათასი ადამიანი დენის გარეშე დარჩა. კატასტროფასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი ხელისუფლება. ის ამ ეტაპზე პილოტის და მისი თანაშემწის დაღუპვას ადასტურებს.

12226694_10204874279928402_1667308537_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები