ჩილეში ერთ საათში ორი მიწისძვრა მოხდა

ჩილეში ერთი საათის განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ კიკომბოდან ჩრდილო-დასავლეთით 98 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,9 შეადგინა. ერთი საათით ადრე ასეთივე სიძლიერის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ კიკომბოდან 93 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ჩილე მაღალი სეისმურობის ზონაშია, 2010 წელს ამ ქვეყანაში მომხდარი 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები