სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15 დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები