სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორისა (კარწახი) და N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთებზე სომალის რესპუბლიკის ათი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები