სამგზავრო თვითმფრინავი ხაბაროვსკის აეროპორტში ავარიულად დაჯდა

სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A319-111 ხაბაროვსკში ავარიულად დაფრინდა. ამის მიზეზი პილოტების კაბინის ილუმინატორში ბზარების გაჩენა გახდა. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის მიმართულებით მიფრინავდა. მის ბორტზე 129 მგზავრი იმყოფებოდა.
„აფრენიდან 19 წუთში პილოტების კაბინაში მინას ბზარები გაუჩნდა. ავიალაინერის მეთაურმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო,“ – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
თვითმფრინავს დაჯდომისას პრობლემები არ შექმნია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები