კახა ბექაურმა “რუსთავი 2” სიცრუეში დაადანაშაულა
კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრმა კახა ბექაურმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” სიცრუეში დაადანაშაულა.
როგორც ბექაურმა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებაზე მისი აზრის ღიად დაფიქსირების უფლება მას ჰქონდა.
ამასთან ბექაური მიიჩნევს, რომ მას უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია და არ არსებობს კანონში მსგავსი მუხლი, რომლის მიხედვითაც მას, როგორც თანამდებობის პირს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა.

„რუსთავი 2-ს სიტყვის თავისუფლების ახალი მწვერვალები დაუპყრია. მე განსხვავებული აზრი გამოვთქვი და ვთქვი, რომ ეს არ არის ცენზურა, განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა არ არის არხის სარედაქციო ჩარევის მცდელობა. თქვენ კი ეთერში ტყუილი თქვით, რომ მე დავეთანხმე განჩინებას. როდის მერეა აზრის გამოთქმა აკრძალული? დამთავრდა ის დრო როდესაც ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ,“ – განაცხადა კახა ბექაურმა გადაცემა “არჩევანში”.