“არჩევანის” ეთერში ერთმანეთს ჩერგოლეიშვილი და გოცირიძე დაუპირისპირდნენ
„ეტყობა ზედაპირულად ეცნობოდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს”, – ამ განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ “ტაბულას” ხელმძღვანელს თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართა.
მანამდე კი ჩერგოლეიშვილმა ევა გოცირიძეს მოუწოდა, დაესახელებინა ის ფაქტები, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
მანამდე კი ჩერგოლეიშვილმა ევა გოცირიძეს მოუწოდა, დაესახელებინა ის ფაქტები, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.
“მართლმსაჯულების პრესტიჟი და ავტორიტეტი ნამდვილად გახლავთ საჯარო ინტერესი, რომლის დასაცავადაც შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მე დაგისახელებთ ბევრ პრეცედენტს. რომელიც მოსამართლეების წრეგადასულ ლანძღვასთან იყო დაკავშირებული, მართლაც, იქნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მაგალითად, რიკო სლოვაკიის წინააღმდეგ. მოსამართლის კრიტიკა სასამართლოს მიუკერძოებულობის დასაცავად იქნა შეწყნარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ,”- განაცხადა გოცირიძემ.
რასაც “ტაბულას” ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკა მოჰყვა და მან სტუდიაშივე განაცხადა, რომ მას რცხვენია იმ განცხადების, რაც ევა გორიციძემ გააკეთა.