თამაზ მეჭიაურმა “ფრიდონ”-თან დაკავშირებით განმარტება გააკეთა – კურიოზი “არჩევანში”
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემა “არჩევანში” კურიოზი მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა კოლეგა დეპუტატს უმცირესობიდან მიხეილ მაჭავარიანს რეპლიკით მიმართა, სადაც მის მიერ “კვირას” პრესკლუბში წარმოთქმული ფრაზის, „ფრიდონის“ შესახებ განმარტება გააკეთა.
„მე, რომელსაც დიდი წარმოდგენა მაქვს მიხეილ მაჭავარიანზე, თურმე მასაც კი მოსდის შეცდომები. ქუმსიშვილის ნაცვლად ქუმსიაშვილი თქვა, მე როდესაც “ფრიდონი” ვთქვი, “ფრიდომ ჰაუსის” მაგივრად, ქვეყანა შეყარეთ“, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ამ რეპლიკას სტუდიაში მყოფი სტუმრების მხრიდან სიცილი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „არჩევანის“ სტუმარმა მიხეილ მაჭავარიანმა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ერთ-ერთ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ქუმსიშვილის ნაცვლად ქუმსიაშვილი ახსენა.