“ისთ ფოინთში” “კარფურის” მეორე ჰიპერმარკეტი გაიხსნა

“ისთ ფოინთში” “კარფურის” მეორე ჰიპერმარკეტი გაიხსნა. ჰიპერმარკეტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებთან ერთად გახსნეს.
დავით ნარმანიამ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ინვესტორებმა სწორ ბიზნეს მოდელზე დაყრდნობით მომხმარებელს კომფორტული და მათზე მორგებული სავაჭრო ცენტრი შესთავაზეს.
“კარფურს” მდებარეობის თვალსაზრისით ორივე სტრატეგიული ადგილი უჭირავს, ერთი ქალაქიდან დასავლეთით, მეორე აღმოსავლეთ მხარეს. ეს მდებარეობა ძალიან კარგია იმისათვის, რომ ჰიპერმარკეტმა მეტი კლიენტი მოიზიდოს. როდესაც მომხმარებელს შეუძლია 40 000 დასახელების პროდუქტი ერთ ადგილზე იყიდოს, ეს ქმნის დამატებით კომფორტს, რომ არაფერი ვთქვათ 450 ახალ სამუშაო ადგილზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჰიპერმარკეტი 10 000 კვ. მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული. მომხმარებელს ადგილზე სურსათის გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის, სპორტისა და დასვენებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები