თბილისში სახაჭაპურე „შაორი“ დააყაჩაღეს
თბილისში, იოსებიძის ქ. N 78-ში მდებარე სახაჭაპურე „შაორი“ დააყაჩაღეს. როგორც „კვირას“ სახაჭაპურეს თანამშრომელმა განუცხადა, მათთან უცნობი მოქალაქე მივიდა, რომელმაც დანის მუქარით გამყიდველს ფული გამოსძალა. მისივე ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პირმა სახაჭაპურედან გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღო.
ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟები. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი საცხობიდან გასვლის შემდეგ გაგარინის მოედნის მიმართულებით წავიდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.