ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დრო, რაც იყო საქართველოში სამი წლის წინ, აღარასოდეს არ დაბრუნდება.
მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა არის აბსოლუტურად ღია და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში მედიათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება.
ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა დღეს არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს.
„ჩვენი მთავრობა არის აბსოლუტურად ღია და კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში მედიათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ – ჟურნალისტებს და ყველას, ვინც მხარს უჭერს მედიათავისუფლებას. მთავარი არის ის, რომ მედია პოლიტიკისგან თავისუფალი იყოს. ჩვენო მთავრობა არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან რეფორმებს და პროგრესს ინტეგრაციისკენ. ის, რაც მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ამ მოკლე დროში, არავის არ შევაფერხებინებთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.