შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ თბილისის პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, 2015 წლის 10 ნოემბრიდან გამოძიების დასრულებამდე, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები