„არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მერაბიშვილი ალაპარაკდება“
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდება.
აღნიშნული განცხადება მან “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა ციხეში მჯდომი მულტიმილიონერი ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდება და ის ყველაფერს იტყვის, კიდევ რა სიბინძურეებს სჩადიოდა სააკაშვილი. ეს მოხდება 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე”, – განაცხადა ბრეგაძემ,