“სააკაშვილის დაპატიმრება, შესაძლოა, უკრაინამ დაგვასწროს”

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, შესაძლოა, უკრაინამ დაგვასწროს, – ამის შესახებ გაზეთ „ახალ თაობას“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა.
„სააკაშვილის დაპატიმრება, შესაძლოა, უკრაინამ დაგვასწროს, რადგან იქ სააკაშვილმა საკმარისზე მეტი დააშავა საიმისოდ, რომ ციხეში წავიდეს. ჩემი უკრაინელი კოლეგების ინფორმაციით, ახლო მომავალში მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ვერც ავაკოვი, ვერც ზღულაძე და ვერც დეკანოიძე მას ვეღარ უშველიან. პირადად მე ძალიან მენიშნა უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის სიტყვები. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი კარგი რეფორმატორი რომ ყოფილიყო, საქართველოში დაბრუნდებოდაო. თავიდან მასაც სჯეროდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იქ რეფორმებს გაატარებდა. რეფორმების გატარების ნაცვლად, „ნაციონალებმა“ მთელი უკრაინა ააწიოკეს. დაერივნენ იქაურ ბიზნესმენებს და ფულს ართმევენ. უკვე დაიწყეს ხალხის გატაცება და ქონებების გადაფორმება”, – მიიჩნევს წითელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები