„მილიარდზე მეტია პროექტების დასაფინანსებლად მოძიებული"

ექსპრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად მილიარდზე მეტი თანხა მოიძია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა, პროექტის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება.
“სამუშაო ადგილებთან მიმართებაში, ისეთი არც არაფერი გაუკეთებია ჯერ ხელისუფლებას, რომ მათი რიცხვი გაზრდილიყო და შედეგი მიგვეღო. არც არაფერი გაუფუჭებია, რომ შეემცირებინა, თუმცა ეკონომიკის გაძლიერებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. “თანაინვესტირების ფონდი” პროექტების დაფინანსებას უკვე იწყებს. ორშაბათს  პირველი პრეზენტაცია იგეგმება.  პროექტების დასაფინანსებლად მილიარდზე მეტია მოძიებული”, – განმარტა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები