ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრება.
ღონისძიება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს. ორგანიზაცია “მოქალაქე”, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის 2015-16 სასწავლო წელსაც ჩაატარებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონკურსისთვის რეგისტრაცია 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რისთვისაც მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
პირველი ტური საქართველოს ყველა რაიონისა და თბილისის სკოლებში კომპიუტერულად ჩატარდება. ოლიმპიადის ყველა მომდევნო ეტაპზე გადასული მოსწავლე “მოქალაქისგან” მიიღებს პრიზს, მესამე ტურის 20 გამარჯვებული კი ენის კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მეორე წელია ტარდება. 2015 წელს ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს 1 277 სკოლის 22 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები