დიდუბის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

საშემოდგომო რგვების ფარგლებში დიდუბის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩაზე 30 ფოთლოვანი და 40 წიწვოვანი ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა და დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ, ასევე, გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს.
საშემოდგომო რგვებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობამ მერიისგან 800-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი მიიღო. დიდუბისა და დიღმის საუბნო განყოფილებები ნერგებს მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით შერჩეულ სკვერებში, ქუჩებსა და ეზოებში დარგავენ. დიდუბის რაიონში გამწვანების აქციები კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები